19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მე-11 საკვალიფიკაციო ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, მეორე შეხვედრაც გაიმართა.
ჯგუფის ფავორიტმა საფრანგეთმა ანდორას შანსი არ დაუტოვა და 7:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები გაიტანეს მიზიან მაოლიდამ (17, 45), თოდ ელიე იუანმა (42, 78), მიკაელ კუიზანსმა (37), მუსა სილამ (76) და დან-აქსელ ზაგადუმ (87).
პირველი ტურის შემდეგ საფრანგეთი დაწინაურდა, მეორეზე კი მასპინძელი ბოსნია არის, რომელმაც საქართველო დღეს 1:0 დაამარცხა. ამ წაგებით ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან დარჩენილ ორი შეხვედრის მოგება ძალიან რთული ამოცანა ჩანს – საქართველო 11 ნოემბერს ანდორას შეხვდება, ხოლო 14-ში – მინი-ტურნირის ფავორით საფრანგეთს.