საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ტურნირის გამარჯვებული გახდა
საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ერზერუმის მინი-ტურნირის გამარჯვებული გახდა. გიორგი მიქაძის გუნდმა პირველ ტურში მასპინძელ თურქეთთან 4:1 გაიმარჯვა, დღეს კი, მეორე შეხვედრაც მოიგო.
ქართველმა 18-წლამდელები ამჯერად მაკედონია დაამარცხეს – 2:1. გოლები ბექა დარცმელიამ და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს. მეორე ადგილზე თურქები გავიდნენ, რომლებმაც მაკედონიას ასევე 2:1 სძლიეს.
საქართველოს ნაკრები: მამარდაშვილი, კაპანაძე, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, დარცმელია, ფაცაცია, ივანიაძე, კვარაცხელია, ბაბუნაძე, გულიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, გელაშვილი, მესიაჩენკო, გოგია, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია