საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები პოლონეთიდან დაბრუნდა [ფოტო/ვიდეო]
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში გამთენიისას დაბრუნდა.
მორაგბეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ჩოხოსნები დახვდნენ.
ევროპის ჩემპიონები პოლონეთის ქალაქ გროდზისკში გამართული ტურნირიდან თასით დაბრუნდნენ.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიას ანგარიშით 69:12 მოუგეს, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 აჯობეს.
ფინალში ზედიზედ მეოთხედ საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა, რომელთანაც წინა სამი ფინალი წააგო. ამჯერად უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები 8:3 დაამარცხეს.
საქართველომ პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. 2015-ში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 57:0 წააგეს ფრანგებთან, 2016-ში 42:0, შარშან კი – 36:18.