საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 2:1 გაიმარჯვა.
„დოქსა კატოკოპიას“ სტადიონზე გამართულ დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-19 წუთზე გოლი მარიოს ხაცილეფტერიმ გაიტანა.
ანგარიში 30-ე წუთზე გათანაბრდა. „საბურთალოს“ თავდამსხმელის, გიორგი მჟავანაძის პასით წონასწორობა „ბორნმუთის“ ნახევარმცველმა, გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძემ აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე „საბურთალოს“ მოთამაშემ, დავით გოგილაშვილმა გაიტანა.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ჩვენი გუნდი თურქეთს, დანიასა და სერბეთს შეხვდება. მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი:
20 მარტი
საქართველო V სერბეთი
23 მარტი
საქართველო V თურქეთი
26 მარტი
საქართველო V დანია