საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთთან ანგარიშით 1:8 დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთთან ანგარიშით 1:8 დამარცხდა

 

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში, „განვითარების“ თასზე გამოსვლა ცუდად დაასრულა. მე-4 ადგილისთვის სლოვაკეთთან შეხვედრაში გიორგი ნემსაძის გაწვრთნილები 1:8 დამარცხდნენ.

დიდი ანგარიშით წაგება მოულოდნელი იყო იმ შედეგების ფონზე, რაც წინა ტურებში დაფიქსირდა: საქართველომ მოუგო ყაზახეთს (3:2), მოლდოვას (3:0), ბელგიას (3:1) და მხოლოდ უკრაინასთან დამარცხდა (1:3).

გუნდმა ტურნირზე საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ ბოლო თამაშში საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებების წაგებების ანტირეკორდი გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ სლოვაკები პირველი ნახევრის შემდეგ 5:1 იგებდნენ. ქართველებიდან ერთადერთი გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.

საბოლოოდ, ტურნირის მონაწილე 12 გუნდს შორის საქართველო მე-5 ადგილს დასჯერდნენ.