საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ბელარუსს შეხვდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
პირველ ტაიმში გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. რეალური მომენტი 30-ე წუთზე ლუკა ტორონჯაძემ შექმნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ვერ გაიტანა.
ანგარიში ბელარუსებმა 43-ე წუთზე გახსნეს. საქართველოს კარი შეცვლაზე შესულმა ვლადისლავ ლოჟკინმა აიღო – 1:0. მანვე 50-ე წუთზე დუბლი შეასრულა – 2:0. ამის შემდეგ ზურაბ ხიანიშვილის გუნდმა ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მაგრამ მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. ტაისირ ადამჩიკმა კი 69-ე წუთზე საქართველოს კარი მესამედ აიღო. საბოლოოდ ბელარუსმა დამსახურებულად გაიმარჯვა (3:0) და ტურნირის ფინალში გავიდა.
მესამე ადგილისთვის საქართველო სლოვაკეთსა და ისრაელს შორის დამარცხებულს შეხვდება – მატჩი 21:25 საათზე დაიწყება.
საქართველო U17: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, ერაძე, ტალახაძე (73. ფოცხვერია), მორჩილაძე (73. ლაშა კვარაცხელია), ბენდიაშვილი (55. გაგნიძე), აბუაშვილი, აზაროვი, ტორონჯაძე, მამაცაშვილი, ლატარია, ოსიყმაშვილი (77. დევდარიანი)