საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა (ვიდეო)
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მოლდოვა დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.
ისლანდიასთან დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ, ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მოულოდნელად ისრაელთან დამარცხდა (0:2) და ჯგუფის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
მე-11 წუთზე ანგარიში ნიკა კოკაიამ ეფექტური შორეული დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმში თორნიკე მორჩილაძემ მოლდოველთა კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 საქართველოს სასარგებლოდ.
საქართველოს U17 – მოლდოვა U17 2:0
გოლები: კოკაია (11), 2:0 მორჩილაძე (71)
საქართველოს U17: ხარატიშვილი, ლატარია (73. ერაძე), კოკაია, ხვადაგიანი (80+1. გრიგალაშვილი), ტალახაძე (78. მამაცაშვილი), ოსიყმაშვილი (80. დევდარიანი), მორჩილაძე, აზაროვი (78. ფოცხვერია), აბუაშვილი (73.ბენდიანიშვილი), გაგნიძე, ზურაბიანი (79. ტორონჯაძე).
სათადარიგოები: კაპანაძე, კვარაცხელია.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და დღეს ისრაელი-ისლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რომელ ადგილს დაიკავებს ჯგუფში და ვინ იქნება ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე. ისრაელი-ისლანდიის მატჩი თბილისის დროით 21:25 საათზე დაიწყება.