საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისრაელთან დამარცხდა (ვიდეო) 

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მოულოდნელი მარცხი იწვნია – ისლანდიასთან ჩინებული თამაშის (3:0) შემდეგ, ჩვენი გუნდი დღეს ისრაელს შეხვდა და დამარცხდა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმი დაიწყო და ისრაელი მალე დაწინაურდა: 43-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვესთან ისრაელის ნაკრების მოთამაშე უმეთვალყურეოდ დარჩა და ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია, მაგრამ კონტრშეტევაზე მეორეც გაუშვა – ეს 67-ე წუთზე მოხდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 0-2.

საქართველო ნაკრები: ხარატიშვილი, ერაძე, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, კვარაცხელია, აზაროვი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

1 “ბ” ჯგუფის მეორე შეხვედრაში მოლდოვა ისლანდიასთან 0:1 დაამარცხა და უნიკალური ვითარება შეიქმნა – ჯგუფში ოთხოვე გუნდმა 3-3 ქულა დააგორვა. ამდენად, ბოლო ტურს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. მესამე მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 24 იანვარს მოლდოვასთან ჩაატარებს, ხოლო ისრაელი ისლანდიას შეხვდება.