საქართველოს 17-წლამდე გოგონათა საფეხბურთო ნაკრები კოსოვოშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა საფეხბურთო ნაკრები კოსოვოშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები კოსოვოში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებს გამართავს.

სალომე ხუბულურის გუნდი ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოსა და სომხეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩები 3, 6 და 9 ოქტომბერს, კოსოვოს ქალაქ პოდუიევოში, ზაჰირ პაიაზიტის სტადიონზე გაიმართება.

17-წლამდელმა გოგონებმა მოსამზადებელი ეტაპი 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით რუსთავის სანაკრებო ცენტრში გაიარეს. A ლიგაში B ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.

U17 | შემადგენლობა:

მეკარეები: ვიქტორია დობროვოლსკაია (კვარტალი), ანანო სიგუა (რაჭა), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო).

მცველები: ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო), ნათია ჯოჯუა (სამეგრელო), შორენა ჯანეზაშვილი (ელიტი).

ნახევარმცველები: ანანო მიქაბერიძე, მარიამ შოშიტაშვილი (ორივე – რუსთავი), მარიამ კაკულია (დინამო სოხუმი), კესარია მეტონიძე (რაჭა), ანა საღირაშვილი (ნორჩი დინამო), მარიამ მამფორია (კვარტალი), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი).

თავდამსხმელები: ნინო მეტრეველი (რუსთავი), თაკო ბულია (ლანჩხუთი), ლიზი ცაავა (კოლხეთი).