ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მზადება დაიწყო #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მზადება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, რომელსაც ერთ თვეში ოფიციალური თამაშები ელის, საწვრთნელი შეკრება დაიწყო.

სალომე ხუბულურის გუნდი 8 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ და სფფ-ის დიდი დიღმის ცენტრში მოემზადება. გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B დივიზიონში ითამაშებს.

შესარჩევი ჯგუფის მატჩებს ფარერის კუნძულები უმასპინძლებს, თამაშები 17-23 მარტს გაიმართება. ჩვენი გუნდი, მასპინძელი ფარერის კუნძულების გარდა, რუმინეთისა და ლატვიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ვიქტორია დობროვოლსკაია (კვარტალი, თბილისი), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო).

დაცვა: თამუნა ლონდარიძე, სოფიო ბერულავა, ლიზი უშხვანი (სამივე – ნორჩი დინამო), ლოლიტა კალოიანი, ნატო გუტიკაშვილი (ორივე – რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), ანანო ჯოჯუა (კოლხეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანა გრიგალაშვილი, მარიამ მამფორია, ელიზაბეტ რიჟამაძე, ანანო წიქარიძე (ყველა – კვარტალი), ანანო მიქაბერიძე, ნინო მეტრეველი (ორივე – რუსთავი), ქეთევან ჭურკვეიძე, ელენე ბოლქვაძე (ორივე – ბათუმი), ლიზი კაკულია (გაგრას დინამო), ნათია ჯოჯუა (სამეგრელო),ანასტასია ბუჩუკური (ნორჩი დინამო), კესარია მეტონიძე (რაჭა), თაკო ბულია (ლანჩხუთი).