საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა #1TVSPORT

უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბოლო შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ასაკობრივი გუნდი დაამარცხა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული 90 წუთის შემდეგ, 11-მეტრიანების სერიაში სალომე ხუბულურის გუნდმა მეტოქეს 3:2 სძლია. პენალტები ზუსტად მარიამ მამფორიამ, ნათია ჯოჯუამ და ლოლიტა კალოიანმა შეასრულეს, ხოლო მეკარე სალომე ხაჭაპურიძემ ორი 11-მეტრიანი მოიგერია.

უეფა-ს განვითარების თასზე, რომელსაც ლიეტუვამ უმასპინძლა, ჩვენმა გუნდმა 3 შეხვედრა ჩაატარა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთთან და ლიეტუვასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.