საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ლატვიას დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა. ამით გუნდმა შესარჩევ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.

ბოლო ტურის შეხვედრაში ბალტიისპირელებმა შესვენებამდე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. გოლები ჰელენა რეინფელდემ (27), ლიზეტე დუმინამ (39) და პაულა ცენემ (41) გაიტანეს.

მეორე ნახევარში ლატვიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ჰელენა რეინფელდემ (56) და პაულა ცენემ (90+1) საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების კარი ისევ აიღეს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მატჩებს ფარერის კუნძულებმა უმასპინძლა. ჩვენი გუნდი პირველ წრეში რუმინეთთან 1:2 დამარცხდა, მეორე ტურში კი მასპინძელთან 0:1 წააგო.