საქართველოს 10 აპრილს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს 10 აპრილს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს 10 აპრილს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა.

ევროპარლამენტარები შეაფასებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაძლო შედეგებს საქართველოსთვის და გამოხატავენ თავიანთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისინი ასევე შეაფასებენ ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

ევროპელი კანონმდებლების დელეგაცია საქართველოში ვიზიტს 10-14 აპრილს გამართავს. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქარველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან. ისინი ასევე აპირებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ჩასვლას.

ამ ვიზიტით, ევროპარლამენტს სურს, გამოხატოს თავისი სოლიდარობა და ხაზი გაუსვას თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

დელეგაციის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ნატალი ლუაზო (საფრანგეთი), ლუკას მანდლი (ავსტრია), იუოზას ოლეასი (ლიეტუვა), ელენა იონჩევა (ბულგარეთი), ლარს პატრიკ ბერგი (გერმანია).