საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა
საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ეს განცხადება Twitter-ით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.
„საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებას და ვენესუელელი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, – წერს ზალკალიანი.
შეგახსენებთ, ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: აშშ-მა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა რიკამ, გვატემალამ და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ.