საქართველომ ურუგვაი დაამარცხა და ბონუს ქულა მოიპოვა | იაპონია 2019 (ვიდეო/ფოტო)
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა. ამჯერად ბორჯღალოსანთა მეტოქე ურუგვაის ნაკრები იყო.
ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა მატჩის მერვე წუთზე გახსნეს, როდესაც ბურთი ურუგვაელთა ჩათვლის მოედანზე ალექსანდრე თოდუამ დაამიწა.
ამის შემდეგ, მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარი გახდა, თუმცა 30-ე წუთზე ქართველებმა ისევ მოახერხეს მეტოქის დალელოვება, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და ანგარიში 12-0 გახდა ქართველთა სასარგებლოდ.
თუმცა, 33-ე წუთზე ურუგვაელებმაც მოახერხეს ჩვენს ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწება და ანგარიში ისევ 5 ქულამდე შემცირდა – 12-7.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა ანგარიში ჩილაჩავას ლელოთი გაზარდეს, რასაც მალე კიდევ ერთი მიაყოლეს და ბონუს ქულაც გაინაღდეს.
მატჩის 57-ე წუთზე კი ურუგვაი კვესელაძემაც დაალელოვა და ანგარიში 33-7 გახადა.
ამრიგად საქართველომ ხუთი ქულა მოაგროვა და D ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.