საქართველომ საფრანგეთში საელჩოსთვის შენობა შესაძლოა, 2020 წელს შეიძინოს
საქართველომ საფრანგეთში საელჩოსთვის შენობა შესაძლოა, 2020 წელს შეიძინოს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ შენობის შეძენისთვის თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული, თუმცა თანხების გამოყოფა 2020 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესია, შენობები ყოველ წელს შეიძინოს, მაგრამ ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ფინანსებთან.
დეპუტატის ცნობით, გასულ წელს საქართველოს საელჩოსთვის შენობა ლონდონში შეიძინეს.