საქართველომ ათ თვეში ღვინის ექსპორტიდან 194 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო
საქართველომ ათ თვეში ღვინის ექსპორტიდან 194 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათ თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ცხრა პროცენტით, 194 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 11 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის ოდენობაც. ჯამში იანვარ-ოქტომბერში მსოფლიოს 60 ქვეყანაში გასაყიდად 83,8 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 20% (4 984 017), ჩინეთი – 13% (4 553 919), აშშ – 10% (881 470), გერმანია – 6% (654 608), ლატვია – 4% (1 440 567), ლიეტუვა – 45% (837 096), იაპონია – 18% (159 262) და დიდი ბრიტანეთი – 72% (631 504).

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.

ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 84% (296 992), შვედეთი – 65% (99 832), ჩეხეთი – 275% (139 560), ყაზახეთი – 30% (326 4706), ისრაელი – 41% (368 899), აზერბაიჯანი – 8% (181 727), თურქეთი – 209% (93 330), უკრაინა – 21% (1 0558 377), რუსეთი – 5% (49 064 224), მონღოლეთი – 174% (402 810), ბელარუსი – 17% (3 348 501) და ა.შ.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.