საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
საქართველოდან სულ 18 ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. ქვეყნების მიხედვით სია ასეთია: აზერბაიჯანი – რვა მოქალაქე; ირანი – ექვსი; ეგვიპტე – ხუთი; თურქეთი – ოთხი; ანგოლა, ინდოეთი, ერაყი და ნიგერია – ორი; კანადა, კენია, უზბეკეთი, უკრაინა, ბანგლადეში, კონგო, მაროკო, ნეპალი, პაკისტანი და ჰაიტი – ერთი.
2018 წელს ქვეყნიდან 98 უცხოელი გააძევეს, 2017 წელს კი 77.
შსს-ს მონაცემებით, ყველაზე ხშირად საქართველოდან 26-40 ასაკის მამაკაცებს აძევებენ.