საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა
საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა, – აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს.
გადაწყვეტილება 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. საუბარია გადაზიდვებზე ფოთი-ერევნის მიმართულებით.
15 სექტემბრიდან საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ავტომობილებით ექსპორტ-იმპორტი იკრძალება. გადაწყვეტილების მიზეზად ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გადატვირთულობა სახელდება, რაც ტურისტების მიმოსვლას აფერხებს.