საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სინგაპურში ხორციელდება. ასეთია საქსტატის მონაცემები, რომელიც უწყებამ პირველ არხს მოაწოდა. თითქმის მთლიანად ეს რეექსპორტია, ანუ სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია.
2018 წლის იანვარ-ივნისში სიგარეტის, სიგარებისა და სიგარილების ექსპორტმა 53,773 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11-ჯერ მეტია.
სიგარეტი საქართველოდან, ძირითადად, აზერბაიჯანში გადის. ექვს თვეში მიწოდებამ 38,7 მილიონი დოლარი შეადგინა.
ექსპორტის მოცულობამ უზბეკეთში 6,1 მილიონი დოლარი, ყაზახეთში 5,8 მილიონი დოლარი, სინგაპურში კი 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა. მცირე მოცულობით სიგარეტი თურქეთში, საბერძნეთსა და სომხეთში გადის.
სტატისტიკური მონაცემებით, გაზრდილია სიგარეტის იმპორტიც. 2018 წლის იანვარ-ივნისში იმპორტმა 63,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.