საქართველოდან მამაკაცის კოსტიუმების ექსპორტმა 11 მილიონ დოლარს გადააჭარბა
საქართველოდან მამაკაცის კოსტიუმების ექსპორტმა 11 მილიონ დოლარს გადააჭარბა

საქართველოდან მამაკაცის კოსტიუმების ექსპორტმა 2018 წელს 11 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს აღემატება. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.

საქართველოდან მამაკაცის კოსტიუმების ექსპორტი 2009 წლიდან ფიქსირდება და ბოლო წლებში მზარდია. 2012 წელს მაჩვენებელმა 3,5 მილიონი დოლარი შეადგინა, 2013 წელს – 5,2 მილიონი დოლარი, 2014 წელს – 8 მილიონი დოლარი, 2015 წელს – 8,9 მილიონი დოლარი, 2016 წელს – 10,2 მილიონი დოლარი, 2017 წელს კი 9,7 მილიონი დოლარი.

ამასთან, ქალის კოსტიუმების ექსპორტი გაცილებით დაბალია. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნიდან 1,4 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

სამკერვალო პროდუქციაში საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით მაისურების ექსპორტი ფიქსირდება – 2018 წელს მაჩვენებელმა 41 მილიონ დოლარს გადააჭარბა.