საქართველოდან ექსპორტზე 6,494.7 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა
საქართველოდან ექსპორტზე 6,494.7 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას რაოდენობამ 6,494.7 ტონა შეადგინა, რაც 4,761.9 ტონით (3.7-ჯერ) აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2017 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო მხოლოდ 1,732.7 ტონა ატამი და ვაშლატამა).

ექსპორტი ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (72.4%), სომხეთის რესპუბლიკაში (13.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11.2%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.

ატმის საბითუმო ფასი 0.50-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით.

აღნიშნული ჯგუფისაჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს .