2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 361 711 ცხვრის ხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) 7-ჯერ აღემატება.
ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ.
სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის კეთილსაიმედოობისთვის ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები.
2017 წელს კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი (ბიოუსაფრთხოების პუნქტი). მათი ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს ხუთი პუნქტი (ორი ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), სადაც ხორციელდება ვეტერინარული ზედამხედველობა ცხოველების გადარეკვაზე და პარაზიტების საწინააღმდეგოდ მათი უფასო დამუშავება.