საქართველოდან ჩაის ექსპორტი ერთ წელიწადში 50 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყნიდან 3,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2017 წელს კი, ექსპორტი 2,4 მილიონი დოლარი იყო.
ამასთან, 2018 წელს საქართველოში ჩაის იმპორტმა 8,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, ქვეყანაში 16,7 მილიონი დოლარის ყავის იმპორტი განხორციელდა.