საქართველოდან, მიმდინარე წლის 17 ივლისის მონაცემებით, 8.2 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 4.8 ათასი ტონით (2.4-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმის საბითუმო ფასი კილოგრამზე 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.
ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (73.2%), სომხეთის რესპუბლიკაში (15.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.8%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. ჯგუფი საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს.