საქართველო ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას ოფიციალურად შეუერთდა
საქართველო ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას ოფიციალურად შეუერთდა

საქართველო „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებას ოფიციალურად შეუერთდა. ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის დადგენილებაში.

შეთანხმება ზეთისხილის საერთაშირისო საბჭოს (IOC) ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძელს წარმოადგენს. საქართველო ორგანიზაციის მე-17 წევრი ხდება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

როგორც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმებასთან საქართველოს შეერთება ხელს შეუწყობს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ზეთისხილით წარმოებული პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას და ზეთისხილის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების გამოყენება და განხორციელება დროებით ვერ იქნება აღსრულებული.