გაეროს მიერ მომზადებული ყოველწლიური ინდექსის მიხედვით, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ინდექსში საქართველო 156 სახელმწიფოს შორის 128-ე ადგილზე მოხვდა. მას მოსდევს სომხეთი 129-ე პოზიციაზე, უკრაინა -138 აღმოჩნდა.
რეიტინგის მიხედვით, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადგილი ფინეთია. გასულ წელს პირველ ადგილზე ნორვეგია იყო. საუკეთესო ხუთეულში არიან ისლანდია, დანია და შვეიცარია.
აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი შესაბამისად 18-ე და 19-ე პოზიციას იკავებენ. წელს ყველაზე მეტად დაწინაურდა ტოგო. ამ ქვეყანამ რეიტინგში 17 ადგილით წინ გადაინაცვლა, ყველაზე ცუდი შედეგი კი ვენესუელამ აჩვენა, რომელიც 20 ადგილით ჩამოქვეითდა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე უბედურად მოქალაქეები თავს ბურუნდუში გრძნობენ.
წელს ანგარიშის ავტორებმა ასევე გამოაქვეყნეს იმ სახელმწიფოების ინდექსი, სადაც მიგრანტები ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს, პირველ ადგილზე ამ შემთხვევაშიც ფინეთია.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნები რეიტინგს გაერო ყოველწიურად ადგენს. გამოკითხვაში 150-ზე მეტი ქვეყნა მონაწილეობს. თითოეული ამ სახელმწიფოს 1000 მოქალაქეს სთავაზობენ 10 ბალიანი შკალით შეაფასონ თუ რამდენად ბედნიერად გრძნობენ თავს იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობენ.
ამავე დროს, კვლევის ავტორები ითვალისწინებენ სხვა მონაცემებსაც. მათ შორის არის ეკონომიკური განვითარება, სოციალური პროგრამები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, არჩევანის თავისუფლების ხარისხი და კორუფციის დონე.