სადახლოს გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილები შემოწმებისა და დეზინფექციის შემდეგ, პრობლემების გარეშე გადაადგილდებიან
სადახლოს გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილები შემოწმებისა და დეზინფექციის შემდეგ, პრობლემების გარეშე გადაადგილდებიან

საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. მძღოლებს საზღვარზე ექიმები ტემპერატურას უმოწმებენ, ხდება სატვირთო ავტომობილების დეზინფექციაც, ამის შემდეგ კი გადაადგილების უფლება ეძლევათ.

როგორც მძღოლებმა პირველ არხთან საუბარში განაცხადეს, მათ საქართველოში შემოსვლაზე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.

მათი ინფორმაციით, თუ რომელიმე მძღოლს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აღმოაჩნდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს, სხვა შემთხვევაში კი გადაზიდვებზე პრობლემა არავის ექმნება.