გიორგი გახარია - საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს
საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში.
„ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებაში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მინდა, გითხრათ და გაცნობოთ, რომ ჩვენ დავასრულეთ უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომლებიც უკვე მიღწეულია.