საქართველო ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას მიესალმება
საქართველო ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას მიესალმება

საქართველო მიესალმება ევროკავშირის ახალი ინიციატივას, პერმანენტული სტრუქტურული თანამშრომლობის ​(PESCO) ძალაში შესვლასა და ორგანიზაციის 25 წევრ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პერმანენტული სტრუქტურული თანამშრომლობის დაწყებას საქართველოს ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი TWITTER-ზე გამოეხმაურა.

„ძლიერი ევროპისთვის საქართველო მზადაა, უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან პარტნიორობისთვის. უფრო უსაფრთხო ევროპა ნიშნავს უფრო უსაფრთხო მსოფლიოს“,- წერს მიხეილ ჯანელიძე.

ევროკავშირი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პერმანენტულ სტრუქტურულ თანამშრომლობას დაიწყო. ინიციატივა ძალაში 14 დეკემბერს შევიდა.