საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წინა წლებთან შედარებით უფრო მასშტაბური ეროვნული სტენდით წარდგება
განსაკუთრებული სტატუსის გამო, საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წინა წლებთან შედარებით უფრო მასშტაბური ეროვნული სტენდით წარდგება.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჯერად, უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით საზღვარგარეთ გამოცემულ თარგმანებს, აგრეთვე ქართულ უახლეს გამოცემებს.
ბაზრობის დღეებში, ეროვნულ სტენდზე, ცენტრის ორგანიზებით, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებებია დაგეგმილი.
ლაიფციგის წიგნის ფესტივალი ყოველწლიურად, მარტში იმართება. წელს ფესტივალი 15-დან 18 მარტის ჩათვლით ჩატარდება.