18:00 საათზე “დინამო არენაზე” დაიწყება შეხვედრა საქართველოსა და კანადას შორის. გუნდები ერთმანეთს მეშვიდედ ეთამაშებიან. აქამდე ურთიერთშეხვედრებში ორივე გუნდს სამ-სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
გუნდების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
საქართველო:
1. ნარიაშვილი 2. ბრეგვაძე 3. ჩილაჩავა
4. მიქაუტაძე 5. ნემსაძე
6. ლომიძე 8. ბიწაძე 7. კოლელიშვილი
9. ლობჟანიძე 10. ხმალაძე
12. შარიქაძე (კ) 13. კაჭარავა
11. მოდებაძე 15. მათიაშვილი 14. კოშაძე
მარქაფა: 16. მამუკაშვილი 17. ასიეშვილი 18. ბეკოშვილი 19. ჩხაიძე 20. თხილაიშვილი 21. ბეგაძე 22. ჯინჭველაშვილი 23. კვესელაძე
სამატჩო განაცხადში ორი დებიუტანტია – მირიან მოდებაძე და გიორგი კვესელაძე. ორივე მათგანმა თავი თბილისში გამართულ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა და კანადის წინააღგმდეგ “ბორჯღალოსნების” რიგებში პირველ შანსს მიიღებენ. საქართველო მატჩს ახალგაზრდა, სწრაფი და გამოუცდელი უკანა სამეულით იწყებს. “აკადემიის” ლიდერი სოსო მათიაშვილი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაახასიათა: “როდესაც სოსო არგენტინის წინააღგმდეგ შევიდა (ივნისის ტესტ მატჩი), მან თამაშში პოზიტიური კორექტივები შეიტანა. ჩვენ მისი შეტევითი უნარების იმედი დღესაც გვაქვს”.
კანადა:
1. სირს-დირუ 2. ბარქვილი 3. ილნიცკი
4. ლარსენი 5. ომსთედი
6. რამბოლი 8. არდრდონი 7. ჰითონი
9. მაკი (კ) 10. პარფრი
12. ჰერნი 13. ფან’დერ’მერვე
11. პერისი 15. ქოუ 14. სთოლერი
მარქაფა: 16. ჰოვარდი 17. ლუკა 18. ქისი 19. ბეილი 20. ქიზი 21. გილმორი 22. ფერგუსონი 23. დიუ’ტუი
კანადელთა მხრიდან გამორჩეული მათი ცენტრი დი თი ეიჩ ფან’დერ’მერვეა, რომელიც ინგლისური “ავივა პრემიერშიფის” “ნიუქასლ ფალკონზში” თამაშობს და ნაკრების უდავო ლიდერია. სახიფათო მოთამაშეა უკანახაზელი ტეილორ პარისიც, რომელიც 2017 წლიდან საფრანგეთის Top 14-ის “კასტრში” ასპარეზობს.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი