საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა
საქართველო  ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველო 59 -ე ადგილს იკავებს და წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი ცხრა კოეფიციენტით გაუმჯობესდა.

„საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების შესაქმნელად”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.