საქართველო იმ 99 ქვეყანას შორისაა, რომელმაც „უკრაინის ბირთვული ობიექტების ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ“ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა
საქართველო იმ 99 ქვეყანას შორისაა, რომელმაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „უკრაინის ბირთვული ობიექტების ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ“ მხარი დაუჭირა.
რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია მოწოდება რუსეთის მიმართ, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და გაათავისუფლოს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური. დოკუმენტს მხარი 99-მა ქვეყანამ, ცხრის წინააღმდეგ, დაუჭირა. 60-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა. მათ შორის, სომხეთმა.
რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს, „შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია“ და „უპირობოდ გაიყვანეს შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნის ტერიტორიებიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“.
დოკუმენტი ასევე შეიცავს მოთხოვნას ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურიდან გაყვანილი იქნეს სამხედროებისა და სხვა ავტორიზაციის არმქონე პირები და ბირთვულ ობიექტზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს.