საქართველო ჰონგ-კონგიდან ბიზნესდელეგაციას მასპინძლობს. დელეგაცის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება, რომელთა მიზანია სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება.
დელეგაციის ერთ-ერთი მასპინძელია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს ჰონგ-კონგიდან საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ, კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსურ მექანიზმებს, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო პოტენციალს. გაიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციებიც.
ბიზნესდელეგაცია საქართველოში მოქმედი კომპანიის წარმომადგნლებსაც შეხვდება.
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.