საქართველო გაერო-ს არასამთავრობო ორგანიზაციათა კომიტეტის წევრად აირჩიეს
საქართველო გაერო-ს არასამთავრობო ორგანიზაციათა კომიტეტის წევრად აირჩიეს.
აღმოსავლეთ ევროპისთვის გამოყოფილი ორი ადგილისთვის საქართველოს გარდა, რუსეთი და სომხეთი იბრძოდნენ.
გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, საქართველომ 44, ხოლო სომხეთმა – 47 ხმა მიიღო და მომდევნო ოთხი წლის ვადით კომიტეტის წევრები გახდნენ.
ამასთან, კომიტეტის არსებობის 26 წლის განმავლობაში მის წევრად პირველად არ იყო არჩეული რუსეთი, რომელმაც მინიმალური 28 ხმის ნაცვლად, მხოლოდ 15-ის მიღება შეძლო.
კომიტეტის წევრის სტატუსი საქართველოსა და სომხეთისთვის 2023 წლის პირველი იანვრიდან გახდება აქტიური.