საქართველო ევროპულ ენერგოქსელს შესაძლოა, წყალქვეშა ხაზით დაუკავშირდეს
საქართველო ევროპულ ენერგოქსელს შესაძლოა, წყალქვეშა ხაზით დაუკავშირდეს

საქართველო ევროპულ ენერგოქსელს შესაძლოა, შავ ზღვაზე გამავალი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზით დაუკავშირდეს.

როგორც პირველ არხს კომპანია Grossenergygroup-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ტყებუჩავამ განუცხადა, უკვე ჩატარებულია პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. განიხილება ბულგარეთთან და რუმინეთთან დამაკავშირებელი ხაზის აგება. მშენებლობის ღირებულება, სავარაუდოდ, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იქნება.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ევროპულ ენერგოქსელს დაუკავშირდება და შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებიდან.

პროექტის კონცეფციას მხარს უჭერს „საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო”. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები იგეგმება.