საქართველო - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, საზეიმო აღნიშვნა თბილისში, თავისუფლების მოედანზე [ფოტო]
19:52, 15.12.2023
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
სიტყვის მიმართვების შემდეგ კონცერტი გაიმართა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა.