საქართველო ერთა ლიგის ისტორიული მატჩის მონაწილე იქნება
საქართველო ერთა ლიგის ისტორიული მატჩის მონაწილე იქნება

საქართველო ერთა ლიგის გათამაშების ისტორიული, პირველი მატჩის მონაწილე იქნება.

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტურნირის კალენდარი გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველო პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს ყაზახეთთან ითამაშებს.

შეხვედრა ასტანაში გაიმართება – ადგილობრივი დროით 20:00 საათზე. ამ დღეს ბევრი სხვა მატჩიც ჩატარდება, მაგრამ ყაზახეთი აზიაშია და რადგან საათობრივი სარტყელით ევროპას ასწრებს, ეს ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩი იქნება.