საქართველო „ეარბალტიკის“ სტატიაში ზაფხულის სეზონის საუკეთესო მიმართულებებს შორის დასახელდა
ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. „ეარბალტიკის“ ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც პირველი ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.