საქართველო და ნეპალი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებენ
საქართველო და ნეპალი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებენ.
ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი მოაწერს ხელს, რისი უფლებამოსილებაც მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიანიჭა.
ნეპალის ორდინალური პასპორტების მფლობელებისთვის კვლავ აუცილებელი იქნება საქართველოს ვიზის მიღება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათ ნეპალის ვიზის მიღება ქვეყანაში ჩასვლისას, საზღვარზე შეუძლიათ.