საქართველო ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით წარმატებულ მაგალითად განიხილება
საქართველო ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით წარმატებულ მაგალითად განიხილება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტს, ჰანს ტიმერს შეხვდა. შეხვედრაზე საჯარო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე იმსჯელეს.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული დიალოგის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ საქართველო განიხილება, როგორც წარმატებული მაგალითი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.  შეხვედრაზე აღნიშნული სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით  მსოფლიო ბანკის, ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კონსულტაციები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.