ქუთაისში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 2017 წლის ბოლოს შეხვედრას ატარებს.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშებიან.
პირველ ტაიმი უკვე დასრულდა: 24-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ: სწრაფი კონტრშეტევა ბელარუსების კაპიტანმა იგორ სტასევიჩმა ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა 0:1.
საქართველოს ნაკრები უტევდა და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა, ჯაბა ჯიღაურმა და ირაკლი სიხარულიძემ ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს.
35-ე წუთზე საქართველომ წონასწორობა მაინც აღადგინა: კუთხურის გათამაშების შემდეგ ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ ბელარუსების კარის ბადე რთული პოზიციიდან შეარხია 1:1 და ტაიმი ასეც დასრულდა.