იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. ჩვენი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ავსტრალიის ეროვნული გუნდი იყო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ავსტრალიელთა გამარჯვებით, 27-8 დასრულდა.
პირველ ტაიმში საქართველოს დაცვამ საკმაოდ კარგად ოთამაშა და მეტოქეს ერთ ლელოზე მეტის დადების საშუალება არ მისცა. შედეგად, შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 10-3 გავიდნენ.
მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა ერთი ლელოს დადება შეძლეს, თუმცა ავსტრალიელთა კლასმა მაინც თავისი ქნა და საბოოლოოდ მატჩი მათივე გამარჯვებით, 27-8 დასრულდა.
ამით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბორჯღალოსნებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს, მომდევნო ჩემპიონატზე მოსახვედრად, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.