საქართველო აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში - რუსეთი მეზობელი ქვეყნების დაშინებას აგრძელებს
საქართველო აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში - რუსეთი მეზობელი ქვეყნების დაშინებას აგრძელებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოა ნახსენები. 68 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა საქართველოში შეჭრით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვი რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადაა.

„საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა მოახდინა დემონსტრირება, რომ ის მზადაა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების დაშინებას მუქარის შემცველი ნაბიჯებით, მათ შორის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებით და შეტევითი შესაძლებლობების მქონე შეიარაღების განთავსებით“,- აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში რუსეთი აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ არის მოხსენიებული.