საქართველო 3-7 ფიჯი, პირველი ტაიმის შემდეგ
საქართველო 3-7 ფიჯი, პირველი ტაიმის შემდეგ

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგ მატჩს მართავს საქართველოს ნაკრები. ჩვენი მეტოქე ამჯერად ფიჯის ეროვნული გუნდია. ქალაქ ოსაკას ჰანაზონოს რაგბის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 3-7 ფიჯელთა სასარგებლოდ.

კუნძულელების ერთ ლელოსა (ნაიაკალევუ) და გარდასახვას (ვოლავოლა) ქართველებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით (მათიაშვილი) უპასუხეს და ოთხქულიანი სხვაობით აგებენ თამაშს.