იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს ატარებს. ამჯერად ბორჯღალოსანთა მეტოქე ურუგვაის ნაკრებია. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 12-7 საქართველოს სასარგებლოდ.
ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა მატჩის მერვე წუთზე გახსნეს, როდესაც ბურთი ურუგვაელთა ჩათვლის მოედანზე ალექსანდრე თოდუამ დაამიწა.
ამის შემდეგ, მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარი გახდა, თუმცა 30-ე წუთზე ქართველებმა ისევ მოახერხეს მეტოქის დალელოვება, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და ანგარიში 12-0 გახდა ქართველთა სასარგებლოდ.
თუმცა, 33-ე წუთზე ურუგვაელებმაც მოახერხეს ჩვენს ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწება და ანგარიში ისევ 5 ქულამდე შემცირდა – 12-7.