საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა [ფოტო]
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგ წავიდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მანამდე კი, აღნიშნული რაოდენობა 14 იყო. ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უწყება გაერთიანდა.