საქალაქო სასამართლოსთან მორის მაჩალიკაშვილის და 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სხვა პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
მრთ-ერთი დაკავებულის, მორის მაჩალიკაშვილის ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მორისის დაკავება მის პროტესტს უკავშირდება.
„რასაც მე მიკეთებენ მეტისმეტია ჩემთვის. იმის სანაცვლოდ, რომ პასუხი აგოს მთელმა ხელისუფლებამ, ჩემი ძმისშვილი დააპატიმრეს. მაქვს იმედი, რომ დღეს გაათავისუფლებენ. ჩემს გამო მოხვდა ციხეში. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავება ჩემთვის იყო თემირლანის მკვლელობის ტოლფასი. მთელი ხეობა ამას ითხოვს, იციან, რომ ის უდანაშაულოა, ხეობის იმამიც აქ ბრძანდება, ე.ი. თუ იმამი აქ არის ნიშნავს, რომ ხეობაც ამ აზრზეა. ასევე მოვითხოვ დანარჩენების გათავისუფლებას“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
აქციაზე ასევე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებიც იმყოფებოდნენ.