საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, სურთ კიდევ ერთხელ გამოუცხადონ სოლიდარობა 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებულებს ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის.
„ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის პილიტიკური პატიმრების მხარდაჭერა. უკვე ევროპარლამენტარებმაც აღიარეს, რომ 20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები. რეალურად ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანები არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ აპირებდნენ, ეს არის „ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის. ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ 20 ივნისის პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს, რომლებიც ბოლო 8 თვეა, განიცდიან „ქართული ოცნებისგან“ წნეხს და შევიწროებას. ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ერთად ვიქნებით ძლიერები“ ,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.